logo_geo
ახალი წლის პირველ დღეს თბილისში, ვარდი გაყვავილდა: რა მევარდება, ჯერ ფიფქები...
- +

2 იანვარი. 2020. 21:34

 

ახალი წლის პირველ დღეს, ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ეზოში ვარდის ყვავილობაა. ზამთრის სეზონისთვის სრულიად შეუფერებელი მოვლენის შესახებ, ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერ და ვარდის კვირტის ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, ვარდის ყვავილობისთვის ჯერ ძალიან ადრეა. თბილისში, ჯერ თოვლი უნდა მოვდეს, მერე ყოჩივარდები გამოჩნდნენ და ა.შ.

 

„ჩემი ჭკუით, სანამ მე ბუხარს ვაგუზგუზებდი და თოვლზე ვფიქრობდი, აგერ, ჩემს ეზოში, კლუმბერის ვარდმა წყალში ჩამიყარა მთელი ჩემი ოცნებები. ასე თავხედურად 2 იანვარს გამოიკვანწა. აი, ისე ვეჩხუბე, რომ არ ვიცი. ხვალ შეიძლება აღარც დამხვდნენ. სად ეკვეხებიან, რა მევარდება, ჯერ ფიფქები უნდა ჩამოყაროს, მერე ყოჩივარდები მოვიდნენ, მერე იები, ენძელები, შროშანები და აი მერეე იასამნებს უნდა მოყვნენ ეს სულელები. ყველაფერს თავისი წესი და კანონი აქვს. ასე არააა? უადგილო და უკანონო, არც ვარდები მინდა და არც არაფერი!!!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

big_banner
არქივი