„ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო“... - 4 იანვარს, 14.30 - ზე ტელევიზია „ობიექტივში“ იხილავთ გადაცემას მეხმლისა და მეიარაღის, ახლად შესვენებული ოსტატის ზურაბ ბიჩინაგურის შესახებ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თინათინ მღვდლიაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სტუმრები: კობა არაბული, ზეზვა საღლიანი, ლევან
თეთრუაშვილი და მე, თინათინ მღვდლიაშვილი.
ჟურნალისტი ციცი გურიელი
ფოტოზე ზურაბ ბიჩინაგური და მეუფე თადეოზი
ეჰ, რა კაცები მიდიან იმ სოფლად!..
________________
ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია,
მაცადე ერთი ავლესო,
ხმალ–ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდათ მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია...
ხალხური“, - წერს მღვდლიაშვილი.