logo_geo
თამარ ოქრუაშვილი: შოკი ამბავია...
- +

4 იანვარი. 2020. 20:50

 

ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შოკი ამბავია:

ეს მაისური წარმოადგენს ბორჯღალოსნების კვართს და მოგეხსენებათ, რომ ზურგზე აქვს გამოსახული ვაზის კალამი. რაც განასახიერებს უძველესი წყაროებიდან მოღწეულ ქართულ მხედრულ წესს, რომლის მიხედვითაც ქართველი მეომარი უთანასწორო ბრძოლაში შესვლამდე ზურგზე ვაზის კალამს იკიდებდა, რადგან სწამდა, რომ თუ თანამოძმეები ვერ დაასაფლავებდნენ, თვითონ გაენაყოფიერებინა საკუთარი მიწა. მტერი კი ვერ ხვდებოდა, რომ ზურგს უკან სიკვდილის ველს კი არა, მშვენიერ ვენახს ტოვებდა, რომელიც 3 წლის მერე ქვრივ -ობლებს ნიშანს მისცემდა - „აქა ვართ, არსად წავსულვართ და თქვენთან ვბრუნდებით, სისხლად და ხორცად, ღვინის სულად და მარადისობის უძლეველობადო“, - წერს ოქრუაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი