logo_geo
ნინო ჯღარკავა: სააკაშვილის გარეშე ნულები ხართ თუ არა?! იყვირებთ მაშინაც თუ არა?!
- +

6 მარტი. 2017. 20:45



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს ქიბარ ხალვაში და სხვა რომელიმე მოდავე, ასე მშვიდად ცხოვრობთ და უბერავთ" თქვენსას ობიექტურობის ნიღაბს ამოფარებულები. ხოდა ერთ მშვენიერ დილას,რუსთავი 2"- ის რეალურმა მმართველმა მიხო სააკაშვილმა გადაწყვიტა გაეყიდა არხი იმაზე, ვინც თქვენ ყველაზე მეტად გძულთ, ძმებ ყარამანაშვილებს, რომლებსაც კაციშვილი არ იცნობს და დღემდე არავინ იცის რას აკეთებენ. გადააფორმებინა წილები, იმ საძულველმა კაცმა კი პირველ მეორეზე გაყარა გვარამია და მისი მაღალპროდუქტიული გუნდი, ამ შემთხვევაში რა ხდება?! საქართველო კარგავს დედა-ენას თუ ქართველობას. ბარიკადები, კარვები, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა და სტრასბურგი ძალაშია თუ ცხვრებივით ასმეერთე მყიდველზე გადაფორმდებით?! მოკლედ ჩამოყალიბდით და ომახიანად განაცხადეთ: სააკაშვილის გარეშე ნულები ხართ თუ არ ხართ, იყვირებთ მაშინაც თუ არა?!", - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი