logo_geo
მალხაზ თოფურია „ნაციონალებზე“: ამდენი ბოროტება, რასაც ისინი იგონებენ, ფიქრადაც არ მომდის...
- +

12 იანვარი. 2020. 13:21

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცების“ დროს რომ დროზე ადრე „გამსკდარიყო“ ციანიდის საქმე, მამალაძეების ოჯახიდან, ვეჭვობ, ვინმე გარეთ დარჩენილიყო. ისინი შეავსებდნენ ქალთა კაცთა და ალბათ, არასრულწლოვანთა კოლონიებს. აიკრძალებოდა ოთარ რამიშვილის „კომუნისტური“ „ქურდული მენტალობის“ სიმღერები და მისი შთამომავლები უკლებლივ „წამლის არნახული რაოდენობის შემოტანა გასაღების“ ბრალდებით სამუდამო პატიმრობას აირტყამდენ... თუკი ადვოკატობას გაბედავდნენ.

 

კიდევ რამდენიმე „პროფილაქტიკურ“ ღონისძიებას გაატარებდნენ ნაცმაცუნები, უბრალოდ, ამდენი ბოროტება, რასაც ისინი იგონებენ, ფიქრადაც არ მომდის და...

 

ერი იქნებოდა „ბედნიერი“ რომ სააკაშვილმა ბოროტება ძირშივე ალაგმა... კარვის გამშლელი ქალაქში კი არა ლოგინის გამშლელი ოჯახში აღარ დარჩებოდათ!

 

ესე იქნებოდა ეს!“ - წერს თოფურია.

 

 

 

big_banner
არქივი