logo_geo
ნელიკო ვარდიაშვილი: ერისმანის მერხი კი თვალსაჩინოებისთვის გამოგადგებათ - რა უნდა გვქონდეს და რა გვაქვს
- +

13 იანვარი. 2020. 16:18

 

 

ჟურნალისტი ნელიკო ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს მერხი, ე.წ. ერისმანის მერხი ისტორიამაც დაივიწყა. „თომა პაპას მარანშია“ მხოლოდ შემონახული. ეს არის მერხი, რომელზედაც იზრდებოდნენ ჯანმრთელი და განათლებული თაობები. დღეს კი ის მაგიდებითა და სკამებით არის ჩანაცვლებული „გონიერი“ ადამიანების გადაწყვეტილებით.

 

„მაინტერესებს, ვინ იყო ქართველთა მოდგმის დაუძინებელი მტერი, ვინც გაიტანა სკოლებიდან ერისმანის ფიზიოლოგიური მერხი და შემოიტანა დამანგრეველი მაგიდები და სკამები? შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ძალიან მოკლედ ვიტყვი: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება, მხედველობის მოშლა, ადვილად დაღლა, ყურადღების გაფანტვა და ა.შ. რომ არაფერი ვთქვა არაჯანსაღ მასალაზე და მათგან გამოწვეულ ხმაურზე. სხვა ფაქტორებთან ერთად (ჩანთები, კვების და დასვენების არასწორი რეჟიმი, არდადეგები, ფსიქოლოგიური სტრესები და ა.შ.) ჯამში ვიღებთ დაავადებულ, „დანგრეულ“ მოზარდს. საინტერესოა, ატარებს კი ჯანდაცვის სამინისტრო პროფილაქტიკურ გასინჯვებს სკოლებში და ფლობს ინფორმაციას, თუნდაც მხოლოდ ხერხემლის და მხედველობის პათოლოგიების სტატისტიკის შესახებ“.

 

წაიკითხეთ ეს სტატია და თუ განათლების სისტემასთან ოდნავი შეხება მაინც გაქვთ, აუცილებლად იტყვით: „ბრავო! ეს არის სიმართლე!“

 

„თომა პაპას მარანში“ დაცული ერისმანის მერხი კი თვალსაჩინოებისთვის გამოგადგებათ - რა უნდა გვქონდეს და რა გვაქვს“, - წერს ვარდიაშვილი.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=114280

 

 

big_banner
არქივი