logo_geo
ნინო ჯღარკავა: ნიკოლოზ ბაშალეიშვილის ოპერაციის დაფინანსებაზე ირმა ზავრადაშვილს დავურეკე... ზუსტად ვიცი, მოაგვარებს ყველაფერს!
- +

15 იანვარი. 2020. 15:09

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემთვის ლუმინალივით არის დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ისანი მჭირდება - ირმას ვურეკავ, სამგორი მჭირდება - ირმას ვურეკავ, ვიღაცას თავი ასტკივდება - ირმას ვურეკავ, ვიღაცას ეზოს კეთილმოწყობა სჭირდება - ირმას ვურეკავ, ვიღაცას გაჭირვება აქვს - ირმას ვურეკავ. ხომ არ გგონიათ, დაეზაროს და სხვასთან გადაგამისამართოს. ჰოდა, ჩვენი პატარა ნიკოლოზ ბაშალეიშვილის ოპერაციის დაფინანსებაზეც ირმას დავურეკე, ირმა ოპერატიულად ჩაერთო საქმეში და ზუსტად ვიცი, მოაგვარებს ყველაფერს, უკვე მშვიდად ვარ, დეტალებს გაგაგებინებთ აუცილებლად! ნიკოლოზი უნდა გადავარჩინოთ!

 

P.S. ამასობაში, სანამ პოსტი დაიწერა, ბავშვის მამას დაუკავშირდნენ ისნის გამგეობიდან და შეხვდებიან ამ დღეებში!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი