logo_geo
გაიცანით ზურაბ ბალიაშვილი: საქმით გვიყვარდეს ბუნებაც და ქვეყანაც
- +

15 იანვარი. 2020. 20:32

 


ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუქის მომხმარებლებს თბილისის, 19 წლის მეეზოვეს, ზურაბ ბალიაშვილს აცნობს, რომელიც გარდა იმისა, რომ დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ძალოსნობაში ვარჯიშობს და უქმეებზე ერთ-ერთ ტაძარში მედავითნეა.

როგორც გოგა ჩანადირი წერს, ზურაბის დილა 7:00 საათზე იწყება, ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს. შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე კი ნაძალადევის ტაძარში მედავითნეა. იმისთვის, რომ შტანგის აწევაში სრულყოფილად ივარჯიშოს, საკვები დანამატები სჭირდება. სწორედ ამის გამო დაიწყო მუშაობა "თბილსერვისში".

პირველ დღეს უბანში ბევრი ნაგავი დახვდა. ახლა ამაყობს, რომ იქაურობა სუფთაა, მცხოვრებლებსაც მოეწონათ ეს და ნაგავს ბევრი ძირს უკვე აღარ ყრის. ზურას სურვილია, საერთოდ არ ვანაგვიანებდეთ ჩვენს გარემოს და საქმით გვიყვარდეს ბუნებაც და ქვეყანაც, რასაც, მე აუცილებლად გავითვალისწინებ. დიდი მადლობა, ზურაბ!“, - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში და ახალგაზრდა მეეზოვის ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ქალაქია, სადაც მეეზოვის პროფესიას პატივს სცემენ და ამ პროფესიას ძეგლიც დაუდგეს.   

 

 

big_banner
არქივი