logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე : ნეტავ, გათოვდეს, თეთრი პეპლებით გაივსოს ცა
- +

16 იანვარი. 2020. 22:49

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

შუაგულ თბილისში, მთაწმინდაზე, კოტეტიშვილის ქუჩაზე ჩამოვდიოდი, რა ხანია ეს არსად მინახავს, არა და, როგორ მომნატრებია - საკვამურიდან ბოლი გამოდიოდა, ვიღაცას ღუმელი დაეგუზგუზებინა, ალბათ ღუმელზე ვედროთი წყალიც იდგა, იქვე შეშაც ეყარა, იქნებ წაბლსაც წვავდა ან იქნებ ცეცხლზე სიმინდის მარცვლებიც იხარშებოდა ან იქნებ პურებს ხუხავდა და კუთხეში სველი ფეხსაცმელებიც შრებოდა ან იქნებ ისე, უბრალოდ იჯდა ვინმე და შეშის ტკაცუნს ისმენდა და სითბოს ხელებს უშვერდა და თვლემდა...

 

 უუფ, რამდენი რამ გამახსენდაა და კიდევ უფრო მომინდა-ნეტავ, გათოვდეს, თეთრიი პეპლებით გაივსოს ცა, მერე ვივლიდი ქუჩებში, ცხვირ-პირს ფიფქებს შევუშვერდი და ვიმღერებდიიიი ხმამაღლა, გადარეულივით, ვიმღერებდი თოვლზე, ზამთარზე, ბავშვობაზე, თბილისზე, სოფელზე, სიცოცხლეზე ვიმღერებდი... თოვლი კი არაა, აა, ჩემს ეზოში კრონწიალობს ხეზე ბროწეული, გიჟების ქვეყანაა, მეც აქაური ვარ!!!

 

 

 

 

big_banner
არქივი