logo_geo
პატარა ანიტას მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კიდურებში სისხლის მიმოქცევა გართულებულია
- +

18 იანვარი. 2020. 00:33

 

 

2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები გულშემატკივრებს, უახლოეს ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ატყობინებენ. პატარა ანიტა ამჟამად ინდოეთში მკურნალობს. მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმები სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას ებრძვიან. გულის ყველა ფუნქციას მხოლოდ ეკმოს აპარატი ასრულებს, სისხლის მიმოქცევა კიდურებში გართულებულია, განსაკუთრებით გამუქებულია ხელები.

 

გუშინ დაიწყო ახალი პრეპარატის გადასხმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ექიმების თქმით, შედეგს 48 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო ძალიან მოწყენილია, მაინც ეკონტაქტება მშობლებს და მოთმინებით ელოდება სასუნთქი მილისგან გათავისუფლებას.

როგორც ყველა ექიმი აღნიშნავს, ანიტა საკმაოდ ძლიერი გოგოა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი ერთიანობა, ლოცვა და სიყვარული მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს! ველაფერი კარგად უნდა იყოს! #ანიტას❤️სთვის.. - ფეისბუქში წერს ლეილა ცინცაძე- მელიქიძე.

 

 

big_banner
არქივი