logo_geo
ბექა პატურაშვილი: არაუშავს, მაგარი კაცები ასე იზრდებიან, დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ
- +

18 იანვარი. 2020. 02:00



ჟურნალისტმა ბექა პატურაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მისი ერთი წლის შვილის შესახებ, რომელსაც რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა.

ბექა პატურაშვილმა საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება ახლა მის ოჯახს ნამდვილად სჭირდება.

 

არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან, ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ, მივხედავთ ამ საქმეს...

 

ახლა სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ იმედში ვმუშაობდი აქცია გვქონდა სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით... თამაშობდნენ იცინოდნენ... მშობლებიც ასევე იქცეოდნენ... კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი მაგრამ შოკი იყო რათქმაუნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ...“ ხო ძნელი ყოფილა... ახლაც იგივე სურათია აქ... არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ...

 

კარგი ის არის რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას.. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ, მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

 

უღრმესი მადლობა ყველას ახლობლებს უცნობებს... ვამაყობ თქვენით ბრავო ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ... გპირდებით რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა, ჩვენი კაცოც რა თქმა უნდა, ასე მოიქცევა თავის დროზე“ - წერს პატურაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება: ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

 

GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი

 

მიმღები: ბექა პატურაშვილი.

 

გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია.

 

 

big_banner
არქივი