logo_geo
ნიკო ლეკიშვილი: პატივი ეცით გენიალური კომპოზიტორების ნაწარმოებებს, სირცხვილია!
- +

18 იანვარი. 2020. 16:28

 

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იყო დრო, ქართული სიმღერის მეორე ნაწილი აუცილებლად რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო. სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ახლა ვუყურებ პირველ არხზე გადაცემას გიორგი ცაბაძის მუსიკაზე. მღერიან ახალგაზრდები და ზოგიერთის ნამღერის ნახევარი არის ინგლისურად. მეტიც, რატომღაც ცვლიან მოტივს, ტექსტს, ვინ მისცათ ამის უფლება? გოგის, მორისს ეს რომ მოესმინათ, გული გაუსკდებოდათ. ინტერპრეტაცია არ ნიშნავს, რომ მოტივის შეცვლის უფლება გაქვს! სირცხვილია, ეს უნდა შეწყდეს! სახლში რაც გინდათ, ის იმღერეთ. პატივი ეცით გენიალური კომპოზიტორების ნაწარმოებებს“, - წერს ლეკიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი