logo_geo
ლალი მოროშკინა: ახალი რეალობა ჩვენთვის შესაძლებელია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კარგი, პოლიტიკური თამაშის დასაწყისი იყოს
- +

19 იანვარი. 2020. 01:08

 

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე კარგად ვიცნობ კადიროვის ძმას, ის საიცრად მობილიზებული, გამჭრიახი და მდიდარი პოლიტიკოსია!

 

მათ ეკუთვნით სასტუმრო „პრეზიდენტი“ მოსკოვში და სხვა მსხვილი ობიექტი.

 

თუ უტყუარია ინფორმაცია იმის თაიბაზე, რომ რამზან კადიროვი გაიქცა რუსეთიდან, რადგან არ დათანხმდა( ოფიციალურად) ჩეჩნეთის რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას, მაშინ შესაძლებელია ახალი საომარი მდგომარეობა მივიღოთ ჩეჩნეთში, თუმცა კადიროვის საძმო იმდენად გაძლიერდა მატერიალურად, შესაძლებელია უბრალოდ სადმე კუნძულებზე წამოგორდნენ და დაივიწყონ ვისი გორის არიან...

 

მაგრამ სისხლის ყივილი მაინც სხვაა!

 

მოგეხსენებათ ბესლანის ტრაგედიის შემდეგ როდესაც ტერაქტის დროს დაიღუპა ყოველი მეოთხე ბავშვი, რუსეთმა რევერანსის რეჟიმში დაიწყო ჩეჩნების გაძლიერება,ჩეჩნებმა ჩაანაცვლეს სრულად ქართველების პოზიციები შავ სამყაროსა და სათამაშო ბიზნესში. აუშენდათ უზარმაზარი მეჩეთი მოსკოვის ცენტრში, მიეცათ სრული კარტბლანში...

 

P.S. ახალი რეალობა ჩვენთვის შესაძლებელია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კარგი, პოლიტიკური თამაშის დასაწყისი იყოს, თუ მთაცრობა დაძლევს მოღალატე ნაც.მოძრაობის ნარატივს რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე!“ - წერს მოროშკინა.

 

 

 

big_banner
არქივი