„გადავიგლიჯე შუბლზე ძარღვი, ავიღე ამდენი წელი ნამუსზე დაფარებული ხელი. დავიკიდე წარსული (პრინციპში მომავალიც) მოკლედ, გადვწყვიტე „რუსთავი 2" როგორც ქართული "დემოკრატიის აკვანი" და "თავისუფალი და მართალი სიტყვის" სამჭედლო დამეცვა...", - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
„არიქა ატყდა ერთი ამბავი, ძმაკაცი და მეგობარი აღარ დამჩა, დედამ უარი თქვა ჩემზე, ცოლშვილმა სახლში აღარ შემიშვა.
სამაგიეროდ ნიჭიერში „მამღერეს", ვანოს შოუში „მახუმრეს", ნანუკას შოუში ჩემი მივიწყებული „პოეზია" გააცოცხლეს. იღბლიანი ბორბალი დამატრიალებინეს , ვის უნდა 20 ათასი მომაგებინეს, ეკიმოკიში ლექსი მათქმევინეს, გააცინე და მოიგეში ჩემ დანახვაზე სიცილით ამოწყდენ (1000 ლარის იცინეს), ჟურნალ „სარკის" ყდაზე გამომჭიმეს სათაურით , " ქალების ოცნება" დამარქვეს..... ყურიც გამიხვრიტეს ! ისე ფეისად და ბომონდად ვერ ჩამოყალიბდებიო, თმები შენ არ გაქ კიკინა რომ გაგიკეთოთო, და იმიტომ გხვრიტავთო სადაც მაქ თმები იქ გამიკეთეთ თქო! ალტერნატიულად შევთავაზე არაო...ეგ არ გამოჩდებაო სხვანაირად ვცადოთ მეთქი მარა "სხვანაირად " ისეთი რაიმეს გახვრეტა შემომთავაზეს ისევ ყური ვამჯობინე... მოკლედ ათას ბომონდურ გადაცემაზე გადამხტარი მომამზადეს მთავარისთვის...
P.S. არა წერა კი არ დავამთავრე "PS"-თვის მომამზადეს, დავჯექი ტრადიციული იდიოტობები ჩამოვარაკრაკე „რუსთავი 2", შვილებისთვის მინდაო, ჯერ მე მესროლეთო, საქართველოს მომავალი აქ გადისო... მერე ქიბარ ხალვაშს გადავწვდი! ეგ რომ კაი კაცი იყოს მოსკოვში კი არ გაიქცეოდაო (პროდიუსერმა ყურში მიკარნახა ეგ ევროპაში იყო გაქცეულიო) მარა რაღას ვიზავდი... პირველი ტყუილი ხომ არ იყო რუსთავის ეთერიდან და გავაგძელე გაბერვა... აი მიებაძა ყარამანიშვილებისთვის და ნუ წავიდოდა ოკუპანტების დედაქალაქშიო! ( ისევ მიკარნახა პროდიუსერმა კაკ რაზ ყარამანიშვილები არიან ოკუპანტებში წასულებიო) აქ კი ამომასხა... მოვიგლიჯე მიკროფონი, საყურეც, გაბუნიაც.....
თქვე მართლა კრემლის დამქაშებო აბა რაღა ჩემი ნუგზარ წუკო არ გასვენებთ მოსკოვში თქვენ ხართ ფესვებიანად მე თქვენი... ამ დროს გაითიშა ეთერი ( ტექნიკური მიზეზების გამოო)... მართლა!
P.S. არ გამოვიდა ჩემგან „ბომონდი"!", -წერს თოფურია.