logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: დადიოდა ქუთაისში თხემით ტერფამდე ქუთათური, სიკეთე, სითბო და საშინლად ცარიელია ახლა ქალაქი უმისოდ
- +

20 იანვარი. 2020. 15:30

 

Facebook-მომხმარებელი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს დღეები ხშირად ვფიქრობ, - რა სიბნელე, რა ჯოჯოხეთი იქნებოდა სიცოცხლე კეთილი ადამიანების გარეშე.

 

და როგორ ალამაზებს მათი არსებობა ჩვენს არსებობას?!

 

ვათვალიერებ ჩემს წიგნებს და შმუცტიტულს მიღმა უკვე დიდი სიყვარული იკითხება, სითბო მოდის.

 

ჩემი წიგნების გარეკანის მხატვრობა („მედეა“, „წაშლილი სამშობლო“, „სატახტო ქალაქი“) და გაზეთ „მამულის“ ქუდები ოთარ ქანდარიას ეკუთვნის. ყველა უსასყიდლოდ, საჩუქრად და მარად მოსაგონრად დამიტოვა.

 

მომავალი ჩემი ლექსების წიგნაკიც, გულისჯიბის ზომის, ახლა რომ მზადდება გამოსაცემად, მისი გარეკანით მიდის სტამბაში.

 

ასე მგონია, ოთარს ვისწრებ ჩემს ყველა წარმატებაში, მას ვახარებ, - ვიცი, ბავშვივით უხაროდა ჩემი წარმატებები აქ, - ჯარისკაცი ვიქნები შენი, მანამ ქართულ საქმეს ემსახურები მანდო, მეუბნებოდა.

 

დადიოდა ქუთაისში ახოვანი, კაცობის ეტალონი, თხემით ტერფამდე ქუთათური, ჯმუხწარბებიანი სიკეთე, სითბო და საშინლად ცარიელია ახლა ქალაქი უმისოდ.

 

გული მისკდება, ისე ვნერვიულობ, - ქალაქს, მომავალ თაობებს არ დაავიწყდეს მისი მხატვარის სახელი-მეთქი.

 

იქნებ უკვე დროა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და მხარი დამიჭიროთ, ქუთათურებო, ნუ გაჩუმდებით, - რომ მეოთხე ოთარის ბიუსტი შეემატოს ოთარის სკვერს - ოთარ სულაბერიძეს, ოთარ ქორქიას და ოთარ მამფორიას მათი მეგობარიც შეუერთდეს, მათსავით ლეგენდა და ეტალონი!

 

თანაც ეს ადვილია, მის საფლავზე უკვე დგას შესანიშნავი ბიუსტი“, - წერს კაჭახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი