logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: ან კრეატივი ჩართე, ან ფულს ნუ უჭერ ასე...
- +

22 იანვარი. 2020. 14:39

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს:

 

„ტროლების ქარხნის დირექტორი - გიგა ბოკერიას ცოლი - თამარა ჩერგოლეიშვილი ამერიკის დატროლვაში რომ გამოვიჭირე, არც აცია და არც აცხელა... ჯერ სტატუსი მომიძღვნა ამ წუნკალამ (იხილეთ ტექსტის ბოლოში) და მერე „ქართული ოცნების“ ოფისთან გააგზავნა „ბოკერიას ტიტუშკები“.

 

გოგო - ან კრეატივი ჩართე, ან ფულს ნუ უჭერ ასე, ან ნორმალური სახე-პირის ტროლები მიანც დაგეგეშა. ეს რა ბანძი აქციაა?

 

თან შალვას და ჩემი ფოტოები რომ პლაკატზე გააკვრევინე და გვირგვინი დააყოლე...

 

მალე 50 წლის ვხდები და ეს მეორე აქციაა ჩემს წინააღმდეგ. პირველი 1992 წელს, მოსკოვში ოსტანკინოსთან აფხაზებმა (ქრისტიან ბჟანიას ხელმძღვანელობით) გამართეს და მოითხოვეს ყანდიაშვილი გააგდეთ ცენტრალური ტელევიზიიდან - ტყუილებს უყვება მსოფლიოს ომზეო. ვერ გამაგდეს კიდევ 8 წელი... 2000 წელს წამოვედი ჩემით. დღეს მეორე აქციაა - უკვე ჩერგოსა და გიგა ბოკერიას დაქირავებული ტროლ-ტიტუშკებით...

 

ისე, როგორი სიმბოლურია, რომ არც მაშინ ვმუშაობდი ოსტანკინოში და არც ახლა „ოცნებაში“...

 

ჩერგოს სტატუსი:

ეს ადამიანის ჭუჭყი კიდევ საუბრობს და URGE-ს განმარტებებს ითხოვს - მოგთხოვეს, ბანძებო, დაჟინებით, დაბეჯითებით მოგთხოვეს.

ინგლისური არაა თქვენი ძლიერი მხარე - ჩაკვდით!“ - წერს ყანდიაშვილი.

 

https://www.facebook.com/tchergo/posts/10216632378181958

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი