logo_geo
თამარ უჯმაჯურიძე: რატომ ერთხელ არ ვეტყვით ვინმეს, რა შენი ჭკუის საკითხავია, ჩემს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებო?
- +

23 იანვარი. 2020. 15:16

 

 

ფილოლოგი თამარ უჯმაჯურიძე გასული საუკუნის 90-იან წლებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„მახსოვს, 90-იან წლებშიც იყო ცხარე კამათი პრორუსულ და პროდასავლურ ორიენტაციაზე. ჰოდა, ერთ-ერთ სესიაზე გურამ პეტრიაშვილმა იყვირა, არც რუსული და არც დასავლური, - მხოლოდ ქართულიო. მაშინ გურამს გიჟს უწოდებდნენ, მგონი, მეც არ მეგონა მთლად დალაგებული, მისი ემოციურობის გამო...

 

ახლა კი სრულად ვეთანხმები. მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, სულ რომ ვიღაცამ უნდა გვარიგოს ჭკუა და გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ, კაცმა არ იცის, რატომ მოგვწონს ეს.

 

რატომ ერთხელ არ ვეტყვით ვინმეს, რა შენი ჭკუის საკითხავია, მე ჩემს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებო? არ მიხსენოს ახლა ვინმემ დემოკრატია. ეს სიტყვა ისეთივე სატყუარა მგონია, როგორიც კომუნისტების „ნათელი მომავალი“ იყო, საითკენაც ვითომ ხალხი მიჰყავდათ.

 

ასე რომ, ჩემთვის სულერთია, რომელი კონტინენტიდან, რომელი ქვეყნიდან დამიწყებენ ჭკუის დარიგებას და „უფროსი დედმამიშვილის“ პოზიციიდან ლაპარაკს“, - წერს თამარ უჯმაჯურიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი