logo_geo
ნინო ჯღარკავა: ვინ ხართ თქვენ, მკვდარ კაცს წიხლები მიაყოლოთ, რომ გკითხოთ, რა დაგიშავაო, ხმას ვერ ამოიღებთ
- +

23 იანვარი. 2020. 15:25

 

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს დღეები შემშალა სიგუას გინებამ ყველა პოსტზე, გარდაიცვალა კაცი, გარდაიცვალა! უფალმა განსაჯოს, როგორ იცხოვრა. ვინ ხართ თქვენ, მკვდარ კაცს წიხლები მიაყოლოთ, ვინ მოგცათ უფლის მაგივრად განკითხვის ნება?! ცოცხალი იყო და აგერ 11 წელია „ფეისბუქი“ არსებობს, თქვენი პოსტები არ მინახავს. მოგეთხოვათ ამ კაცზე პასუხი სიცოცხლეში! ცოტა ქრისტიანობაც მოიშველიეთ და მერე საკუთარ კედლებზე ხატებს ნუ გამოფენთ, მუხლისჩოქა ლოცვებით და მეტანიებით!

 

არ ვიღებდი ხმას ეს დღეები და გულისამრევები ხართ უკვე! ვინმემ რომ გკითხოთ, პირადად რა დაგიშავაო, ვერც ერთი ხმას ვერ ამოიღებთ, მიცვალებულების მეორედ დამარხვებს მოეშვით და საკუთარ სულიერებაზე იფიქრეთ!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

big_banner
არქივი