logo_geo
მაია კახიძე: კიდევ და კიდევ გილოცავ, ჩემო მამუკა!
- +

24 იანვარი. 2020. 12:57

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„იუბილე

~~~~~~~~

გუშინ ჩემი საყვარელი მეგობრის, დიდებული მსახიობის, მამუკა პავლიაშვილის 50 წლის იუბილეს თეატრალურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მეგობარ-კოლეგებთან და ნათესავებთან ერთად მამუკას ესტუმრა თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, მწერალთა კავშირიდან თემურ ჩალაბაშვილი, ბაღათერ არაბული, მანანა გორგიშვილი, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე მარინა თექთუმანიძე, შინდლერის აკადემიამ, მაქს მეირ შავიტის ხელმძღვანელობით საუცხოო ჯილდო გადასცა იუბილარს, გიორგი გეგეჭკორმა ამაგდარის წოდება, ბაღათერ არაბულმა ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი, სხვაც უამრავი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო იუბილარმა და მთავარი მაინც ის სითბო და სიყვარული იყო, რასაც მაყურებლები იჩენენ მამუკა პავლიაშვილის მიმართ და ეს გუშინდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მამუკა უყვარს ყველას, მისი შემოქმედებით, მისი ნიჭიერებით, ადამიანობით და იმიტომაც არავინ იშურებს მისთვის აპლოდისმენტებს.

 

კიდევ და კიდევ გილოცავ, ჩემო მამუკა! გაიხარე და გაგვახარე ყოველთვის! მიყვარხარ ძალიანაოო!“ - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი