logo_geo
იმერელი ბავშვები თოვლის ბაბუებს ყიდიან
- +

24 იანვარი. 2020. 21:10

 

ფეისბუქგვერდი "ქუთაისელები" სოციალურ ქსელში ავრცელებს  ფოტოს მინაწერით: "იმერეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კეთილი ბავშვები თოვლის ბაბუებს ყიდიან". 

 

ფოტოს მოყვა კომენტარები სოცქსელის მომხმარებლებისგან: "ისევ იმერეთში, თორემ სხვაგან იანვარში თოვლსაც არ მოგყიდიან; აბა, იჩქარეთ, იყიდეთ, სანამ დადნებოდეს; ბიზნესი დაატრიალეს; ფასები დააწერეთ; მოთოვოს მაინც, იქნებ ბიზნესი გაზარდონ; გუნდები გაუყიდიათ უკვე; ყოჩათ ბავშვებო!“

 

წლევანდელი ზამთრის სეზონზე თოვლი იმერეთში პირველად, 23 იანვარს მოვიდა.

 

 

 

big_banner
არქივი