ფეისბუქგვერდი "ქუთაისელები" სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს მინაწერით: "იმერეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კეთილი ბავშვები თოვლის ბაბუებს ყიდიან".
ფოტოს მოყვა კომენტარები სოცქსელის მომხმარებლებისგან: "ისევ იმერეთში, თორემ სხვაგან იანვარში თოვლსაც არ მოგყიდიან; აბა, იჩქარეთ, იყიდეთ, სანამ დადნებოდეს; ბიზნესი დაატრიალეს; ფასები დააწერეთ; მოთოვოს მაინც, იქნებ ბიზნესი გაზარდონ; გუნდები გაუყიდიათ უკვე; ყოჩათ ბავშვებო!“
წლევანდელი ზამთრის სეზონზე თოვლი იმერეთში პირველად, 23 იანვარს მოვიდა.