logo_geo
რუსუდან შარაძე: კიდევ მამაჩემის იმედად ვარ, აქაც და იქაც, ამქვეყნად ნამდვილად ჭრის და ალბათ, იმქვეყნადაც...
- +

28 იანვარი. 2020. 12:14

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ცნობილი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და საკუთარ მამას იხსენებს.

 

„გუშინ, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი და მისი 13 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ. ფოტოების ცვენაა. გულგრილად გვერდს ვერ აუვლი - რა სიყვარული და ბედნიერება იღვრება მათი თვალებიდან, მიმიკებიდან, მოძრაობებიდან... რა გასაკვირია - მამებს უყვართ შვილები, შვილებს კიდევ მამები. თუმცა, როდესაც მამა დედამიწის თავი და ბოლო გგონია, როდესაც შენს წარმოდგენაში ის ყველაზე ძლიერია, შენი კეთილი მფარველი და დასაყრდენია, მაშინ ხომ ქალიშვილი კი არა, ბატონიშვილი ხარ, არც მეტი, არც ნაკლები! სულ რომ გახეული წინდა გეცვას.

 

სიმართლე გითხრათ, კიდევ მამაჩემის იმედად ვარ, აქაც და იქაც. ამქვეყნად ნამდვილად ჭრის და ალბათ, იმქვეყნადაც... მიკვირს ხალხის, მამების ჩრდილიდან გამოსვლისთვის თავს რომ იკლავენ. იღვაწე მამაზე მეტი და ხალხი თავისით გამოგიყვანს ამ ჩრდილიდან. თუმცა, პირადად მე, ეს არასდროს მდომებია. მამაჩემის შვილობაზე დიდი რეგალია და ბედნიერება ჩემთვის არაფერია!

 

დედა-შვილობა ხომ არის, მაგრამ მამა-შვილობა!“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი