logo_geo
თემურ ჟორჟოლიანი 70 წლის გახდებოდა - რატომ ვივიწყებთ ადვილად ადამიანებს?
- +

29 იანვარი. 2020. 01:46

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი თემურ ჟორჟოლიანს იხსენებს და მის შესახებ სტატუსს წერს:

სულ ვფიქრობ, რატომ ხდება, რომ ასე ადვილად ვივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებოდნენ და მაინც არ ნებდებოდნენ...

 

მხოლოდ ერთეულებს ვახსენებთ, არადა, ეს იყო თანამებრძოლთა დიდი რაზმი. "შეფიცულებს", ცალკეულ საკითხებზე განსხვავებულ მოსაზრებათა მიუხედავად, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მთავარი იყო მიზანი - სამშობლოს თავისუფლება!

 

განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილკაცი, მათ გვერდით, იმ საერთო ბრძოლაში, რიგით ჯარისკაცად ვიდექი.

 

დღეს, თემურ ჟორჟოლიანი 70 წლის გახდებოდა.

 

დააკვირდით, ვინ გაიხსენებს, რაზე ილაპარაკებს დღევანდელი მედია, რას დაწერს და... და მიხვდებით, რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს!.“.

 

 

 

big_banner
არქივი