logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ციფრული სახით დაგაბრუნებთ, „დავითნო“
- +

31 იანვარი. 2020. 15:34

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ჩემი ნატვრა ავისრულე. პირველი ნატვრა იყო ვახტანგ მეექვსის სტამბის ნაყოფის „დავითნის“ ნახვა. ეს გამოცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს, მაგრამ ძალზე დაზიანებული. მისი სხვა ასევე დაზიანებული ცალი ინახება თსუ-ს ბიბლიოთეკაში. არცერთს არ აქვს სატიტულე ფურცელი. ამით მინდა გითხრათ, რომ წიგნის სატიტულე ფურცელი არავის არ უნახავს აქამდე ბოლო ორი საუკუნეა. თეორიულად რუსეთში უნდა იყოს ერთი ცალი, მაგრამ 1940 წელს სატიტულე ფურცელი არ იყო არსად ამ გამოცემისა სადმე შენახული.

 

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, საფრანგეთის ყველაზე ძველ და ლეგენდარულ ბიბლიოთეკას ვესტუმრები ხოლმე ეს ბოლო წლებია. თან კვირაში ერთხელ. ერთი წელია ასე ვეწვევი ხოლმე. ალბათ ყველამ ამის წაკითხვაზე იფიქრეთ, რომ ან გავგიჟდი და ან მიუჰაუნზენობ. არა, მე სტუმრობას ვირტუალურად ვგულისხმობ ამ ბიბლიოთეკის საიტზე არსებულ კატალოგში 1709 წლის „დავითნი“ ვნახე, სრულიაო, ეწერა. ჰოდა, დღეს ვეწვიეთ მაზარინის ბიბლიოთეკას. წინასწარ იცოდნენ ამ წიგნის ნახვის სურვილი ჩვენგან. ვნახე ბრწყინვალედ დაცული ცალი. თავისი სატიტულე გვერდით. ჩუმად გადავიღე. ძალზე იშვიათიაო, დაზიანდებაო, სპეციალური ექსპერტია საჭიროო. იმან უნდა დაადგინოს ფასიო. ერთი სიტყვით, ისაო, ესაო, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ უნდა შევისწავლოთო. მეც გიორგი და ბატონი გოჩა ჯავახიშვილი მაკავებდნენ, მინდოდა, მენახა კარგად. მაინც გადავიღე სატიტულე გვერდი. შიგნეულიც ალაგ-ალაგ. იხარეთ. მაგას არ მოვეშვები. დირექტორმა ბიბლიოთეკებს შორის მემორანდუმზე და სხვს ურთიერთობების დაგეგმვაზე ესაუბრა. ბატონი გოჩაც იღებდა მონაწილეობას საუბარში. მე კი გავცქეროდი „დავითნს“ და მის მდგომარეობაშიც შევედი: მას პირველად მიაკითხეს ქართველებმა. ციფრული სახით დაგაბრუნებთ, „დავითნო“. იყუჩე. სულ ცოტა ხანში“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი