logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: სანამ დავხოცილვართ, კარგი დრო ვატაროთ...
- +

1 თებერვალი. 2020. 15:38

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„უძვირფასესებო, რაც ჯერ არ გვჭირს, იმაზე ნერვიულობას, რაც უკვე გვჭირს, იმაზე რომ ვინერვიულოთ, მგონი უფრო რაციონალური იქნება. კორონავირუსის გარდა, სიკვდილის იმდენნაირი, სერიოზული და სულელური, გემოვნებიანი თუ უგემოვნო მიზეზი არსებობს, თითოეულზე წინასწარ წამის მეათედი რომ იღელვო, კვირის ბოლოს, გადაღლილობით მოკვდები. და თუ თქვენსას არ იშლით და უკვე არჩევანი გავაკეთეთ და მაინცდამაინც კორონავირუსით უნდა დავიხოცოთ, მითუმეტეს, სად გვცალია ნერვიულობისთვის, ჩემი წინადადებაა, სანამ დავხოცილვართ, კარგი დრო ვატაროთ. მაგალითად, ახალი წელი გავიმეოროთ, გოზინაყი გავაკეთოთ, აღდგომა ვიზეიმოთ წინასწარ, ბოლოს და ბოლოს“, - წერს ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი