logo_geo
არქიმანდრიტი ანთიმოზი: ქალისგან, რომელიც შეცდომას თითქმის არ უშვებს, ასეთი ქმედება წარმოუდგენელია
- +

9 მარტი. 2017. 14:42




„უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც პატრიარქი გიყვართ და პატივს სცემთ, დაანებეთ რა თავი ამ ქალბატონს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე საუბრისას წერს.

 

„ადვოკატის სისულელე, რომელმაც ბევრი მაცინა - თურმე, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს 500 დოლარი მიუცია მამა გიორგი მამალაძისთვის, ციანიდი მიშოვეო. მამაოს უყიდია და გერმანიაში მიჰქონდა. შორენას ადვოკატი არა ვარ, ისე, სიამოვნებით ვიქნებოდი. თითქმის 40 წელია ჩვენი პატრიარქის თანაშემწეა და ერთგული თანამებრძოლი, რომლის თვითმხილველი ვარ, შორენასთან ვისაც ოდნავი შეხება აქვს, ადვილად დამეთანხმება, ქალისგან, რომელიც შეცდომას თითქმის არ უშვებს, ასეთი ქმედება წარმოუდგენელია.

 

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც პატრიარქი გიყვართ და პატივს სცემთ, დაანებეთ რა თავი ამ ქალბატონს!" - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი.




 

big_banner
არქივი