logo_geo
არჩილ გამზარდია: თავზარდამცემი იყო ეს ინფორმაცია სვეტიცხოველში დარჩენილი ხალხისთვის...
- +

9 მარტი. 2017. 19:08




ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„1980 წლის 1-3 აპრილს მცხეთაში, სვეტიცხოველში, უნდა მომხდარიყო წმინდა მირონის მომზადება. მორწმუნენი, საზოგადოებრიობის წარმომადგენელნი ესწრებოდნენ წმინდა მირონის კურთხევას. საზეიმო წირვის შემდეგ მირონით სავსე ჭურჭელი ჩადეს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მანქანაში (მძღოლი - მაშინდელი პროტოდიაკონი, ახლა დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი). დაიძრა მანქანა, გაიარა ერთი კილომეტრი და ამობრუნდა... თავზარდამცემი იყო ეს ინფორმაცია სვეტიცხოველში დარჩენილი ხალხისთვის, მაგრამ მოხდა საოცრება - დამტვრეული მანქანიდან უვნებელი გადმობრძანდა მისი უწმინდესობა, მირონის ჭურჭელსაც არაფერი მოსვლოდა", - წერს არჩილ გამზარდია.


 

big_banner
არქივი