logo_geo
„იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა. ეს თანამშრომელი შორენა თეთრუაშვილი იყო“
- +

9 მარტი. 2017. 21:10



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

„დედაჩემის მონაყოლი. ინსტიტუტის მერე სკოლაში ერთად დავიწყეთ მუშაობა პედაგოგებად რაღაცნაირი მორიდებული იყო, ყველაზე მეტად ჩემთან ახლობლობდა, ერთხელაც ყველა პედაგოგს სამედიცინო კომისია გაგვატარეს, მოგვიანებით გავიგეთ ჭლექის ნიშნები ქონია. დირექტორმა მე დამავალა, გადაეცი ნუღარ მოვა სკოლაში ბავშვებთან მაგის მუშაობა არ შეიძლებაო. ვერ შევძელი მისთვის მეთქვა, დედამისთან მივედი. იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში, ძლივს შევძელი მეთქვა იმ მოხუცი ქალბატონისთვის. რა ვქნა შვილო ისედაც ძალიან გვიჭირს და საჭმელს რომ გავაკეთებ გარეთ გააქვს და მაწანწალა ძაღლებს და კატებს აჭმევს, თვითონ მშიერი რჩება უმეტესად. მოგვიანებით ეკლესიაში ვნახე იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა. ეს თანამშრომელი შორენა თეთრუაშვილი იყო", - წერს მალხაზ თოფურია.


 

big_banner
არქივი