logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: თქვენ გაიხარეთ, ვისაც შეგიძლიათ, სხვის გუნება-განწყობას მიემარჯვოთ
- +

6 თებერვალი. 2020. 12:08

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ის ხომ მოგიყევით, დედაჩემს ქობულეთში წასვლაზე და მატარებლით მგზავრობაზე ლაპარაკი რომ ავუკრძალე, მაგრამ ვერ მოითმინა და ერთ დღესაც, მატარებლის საყვირის ხმა რომ გაიგონა და მოგონილი სიმშვიდოთ თქვა - უუუფ, რას დარბიენ აი მატარებლები ზევით-ქვევით, ნეტა ქობულეთისაა? - მაშინ ბევრი ვიცინეთ და რომ მივუხვდით „ეშმაკობას“, კარგა ხანი ხმა აღარ გაუღია წასვლაზე. ახლა გამოიღვიძა, ფანჯარაში გაიხედა და გამოაცხადა - წელს ძალიან კარგი სამგზავრო ზამთარიაო! რა უნდა უყო ახლა ამას, ამ აფერისტობისთვის? გარდა იმისა, რომ ჩავეხუტები და ჩავკოცნი, მაგრამ მაინც ვერსად გავუშვებ. უცნაური ლაპარაკი იცის, მაგალითად, ასე იტყვის - აი, ფეხი რომ არ მომეტეხა, ტკივილებს იქნება მალე გაევლოო. ან თუ როგორმე თავი მოვაწონე, მეტყვის - რა ხელხვავიანი ხარ, თითებიდან საქმე მოგცვივა, მაგრამ ვაითუ პირიქით მოხდა და ვერ მივემარჯვე მის ხასიათს, საამისოდ გამზადებული აქვს სიტყვა - შენ ცრუხიბლიანი ყოფილხარ, დედა!

 

თქვენ გაიხარეთ, ვისაც ხელებიდან საქმე მოგცვივათ, პირიდან - ბროლ-მარგალიტი, ვისაც შეგიძლიათ, სხვის გუნება-განწყობას მიემარჯვოთ და გიხაროდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, ბაღნებო, გოგოებო და ბიჭებო, მაგარია, რომ გათენდა და სამგზავროდაც კაი ზამთარია, წავედით ხვალისკენ!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე. 

 

big_banner
არქივი