logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ჩემი შვილი პატრულმა არ მოკლა?! პატრულმა არ მოკლა ბუტა?! ვინ მოკლა ჟვანია, თქვენი მეგობარი?!
- +

6 თებერვალი. 2020. 16:07

 

 

 

ნაციონალური რეჟიმის დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, ვინც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოკლული ახალგაზრდების უფლებების დასაცავად კი, სიუჟეტიც არ გაუკეთებიათ. აღნიშნულის შესახებ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა რომ იბრახუნებთ გულზე ხელს და მთავრობას აგინებთ, მაშინ, როცა სიუჟეტს იღებდი ბაღდათში და ოთხი შვილის დედას ალაპარაკებდი, როგორ შიოდა, აჩვენებდი, რა ჭუჭყიანი ქვაბიდან ჭამდა, არ ჰქონდა პური და ყველი, შვილებს სციოდათ, ეს ხომ შენ, პირველმა ნახე, სანამ ეთერში გაუშვებდი! - რა გააკეთე, რა მიუტანე, რით დაეხმარე ამ საცოდავ ადამიანებს, ან მერე რა მოიმოქმედე, როცა ქვეყანას მოსდე მათი გაჭირვების ამბავი?!  - სალაყბოდ მიუგდე ეს ყველაფერი ნაცხროვას და ისინიც წიოკობენ, ვაი, ეს რა მოხდაო. საოცრება ხდება, უხარიათ ხალხის გაჭირვების ნახვა, იმიტომ, რომ სალაპარაკო გაუჩდათ.

 

ეს ნაცხროვა არ არის, რომელიც მარტო სტიკერების დაბეჭდვასა და კედელზე მიკვრაში უამრავ ფულს ხარჯავს? მთავრობას რომ ამტყუნებთ, თქვენ რა მიუტანეთ ამ საწყალ ოჯახს, სატანები ხართ, სატანები, ხარობთ სხვისი გაჭირვებით!

 

არსებობს დანაშაული, რაც ნაცხროვას არ ჩაუდენია? და ვის უწყობთ „სირცხვილის კორიდორებს“, როცა ამ კორიდორში დადიხართ უკვე 16 წელია! თქვენ ადგილას მონასტერში წავიდოდა ჭკვიანი და მოინანიებდა ცოდვებს, თუმცა თქვენისთანა უწმინდურებს მონასტერში რა უნდათ, მაჩალიკაშვილს რომ დასდევთ უკან, არიქა და, უშველეთო, შვილი მოუკლესო, ჩემი შვილი პატრულმა არ მოკლა?! პატრულმა არ მოკლა ბუტა?! ვინ მოკლა ჟვანია, თქვენი მეგობარი? ვინ მოკლა გია კრიალაშვილი, მეომარი ბიჭი? ბლუყუნას კაპრიზს არ შეეწირა, „ორი გვამი მინდაო“? რას ერჩოდით გურამ შარაძეს, ამ უძვირფასეს კაცს, რომელსაც იმდენი წიგნი აქვს დაწერილი, თქვენ ვერ გადაფურცლავთ, ასი წელი რომ იცოცხლოთ! სანდროს მკვლელობა რატომ დამალეთ? რას ერჩოდით ზურა და იური ვაზაგაშვილებს? როგორ გიტრიალდებათ ენა პირში და კიდევ ტლიკინებთ! ერთი სიუჟეტი მაჩვენეთ, რაც მაშინდელმა „რუსთავი 2“- მა გაუშვა, ერთი სიტყვა მაჩვენეთ, რითაც ჩემს უფლებებს დაიცავდით! ეს იმიტომ არ გააკეთეთ, რომ ვერასდროს ვიტანდი თქვენს რეგვენ პრეზიდენტს და მკვლელების დამცველ ნაც-ბანდას. რატომ მომიკალით ჩემი ანგელოზი საჯიშე ბიჭი? გამეცით პასუხი!

 

ხმა ჩაიკმინდეთ, თქვენ ვერასდროს ეღირსებით უკან მობრუნებას და თუ ღმერთი გაწყრა და ასე მოხდა, ჩასაქოლი იქნება მართლაც ის პროკურატურა, ის თანამდებობის პირები, ვისაც ამის გაკეთება შეეძლოთ და ვერ გააკეთეს, რომელმაც თქვენ ასე „გაგაჯეჯილათ“.

 

ადამიანი ფიქრისათვის გააჩინაო უფალმა, ათქმევინა დიდმა ჭაბუამ მორდოხაის“, - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

big_banner
არქივი