logo_geo
ირაკლი გოგავა: „თვის ადამიანი“ საქართველოში - ქალბატონი...
- +

6 თებერვალი. 2020. 20:09

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„თვის ადამიანი“ საქართველოში - ქალბატონი ბონი ლაურა გლიკი (Bonnie Laura Glick), USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი წარმომადგენელი და სენატის მიერ დამტკიცებული ფიგურაა.

 

ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა, ძალიან ლამაზად, დიპლომატიურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე „დაარბია“ ლიბერალების და ნეოკონსერვატორების „რევოლუციური“ გეგმები. თავად გაანაწილა „USAID საქართველოს“ 2020 წლის 25 მილიონიანი ბიუჯეტი: განათლებაზე, ბიზნესზე, სოფლის მეურნეობაზე... ჩამოიტანა პრეზიდენტ ტრამპის ქალიშვილის - ივანკა ტრამპის ინიციატივა ქალი მეწარმეების მხარდაჭერის შესახებ, რითაც მიგვანიშნა, რომ დონალდ ტრამპის უშუალო მანდატით მოქმედებს. ოქტომბერში 6 არასამთავრობოსთვის საარჩევნოდ გამოყოფილი $14 მილიონი რამდენიმე წელზე გადაანაწილა და მათი მხრიდან რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის ალბათობა მინიმუმადე დაიყვანა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსუყე დაფინანსების გარეშე ეს ჯგუფი თითსაც არ გაანძრევს. კონგრესმენების კრიტიკულ წერილებსაც მოხდენილი შეფასება მისცა, რომ ისინი საკუთარ და საკუთარი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლების ინტერესებს წარმოადგენენო, მე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას და აღმასრულებელ ხელისუფლებასო. პროპორციულ-მაჟორიტარულ არჩევნებზე განაცხადა, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტიაო. რომ შევაჯამოთ, ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა და გადატრიალების სცენარისტებს განუცხადა: Game Over!

 

გამოდის, რომ ჩვენს მიერ ნოემბრის ბოლოს გაჟღერებული ანალიზი ნეოკონსერვატორების, ლიბერალების და ნაცების მიერ საქართველო-რუსეთის მორიგი ცხელი კონფლიქტის და შედეგად ანტიტრამპისტული პოლიგონის საქართველოში მოწყობის შესახებ მართებული გზავნილი იყო, რამაც ტრამპის ადმინისტრაციამდე მიაღწია.

 

შედეგად ჩამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტის პირდაპირი წარმომადგენელი ქ-ნი გლიკი და მუსრი გაავლო ამ გეგმებს“, - წერს გოგავა.

 

 

big_banner
არქივი