„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„პატივცემულო საზოგადოებავ! გახსოვთ ალბათ, დიდი ხნის წინ რომ განვაცხადე, გუბაზ სანიკიძე თავის დროზე „ქართველობის სიმბოლოდ“ მიმაჩნდა და მიშას როგორ ეახლა ჰოლანდიაში-მეთქი! ისიც გეხსომებათ, გუბაზმა რა ამბავი ამიტეხა: „ამას როგორ მაბრალებო“! ახლა რას იტყვი, ჩემო გუბაზ, მე მეშლებოდა თუ შენ შეგეშალა?.. ხალხმა განსაჯოს!“ - წერს სოსო შატბერაშვილი.