logo_geo
9 მარტს ჟულიეტ ბინოშის დაბადების დღეა
- +

9 მარტი. 2017. 12:13



„1964 წლის 9 მარტს დაბადებულა ულამაზესი ფრანგი ოსკაროსანი კინომსახიობი ჟულიეტ ბინოში. ხომ გახსოვთ ფილმები „ცუდი სისხლი", „ქარიშხლიანი უღელტეხილი", „შოკოლადი"... ყველას ვერ ჩამოვთვლი..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.

 

„მახსოვს, 1993 წელს ლონდონში ვნახე „სამი ფერი: ლურჯი", ჩემს მეგობართან ერთად... სამი წლის შემდეგ, 1996 წელს ისევ ლონდონში ვნახეთ „ინგლისელი პაციენტი" (გახსოვს ზური? Zurab Revazishvili). ისიც მახსოვს, ამ ფილმით გაოგნებულები გამოვედით კინოდარბაზიდან. სწორედ ამ როლისთვის მიიღო „ოსკარი" ჟულიეტ ბინოშმა. ამის მერე ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის შემოქმედებას, ყოველთვის მაინტერესებდა მისი ფილმები, ინტერვიუები, ისტორიები. ერთგან ამბობს - ჩემთვის ჭეშმარიტად ლამაზია ის, ვინც ახალგაზრდობას არ ეპოტინება და ღიად და დროსთან ჰარმონიაში ცხოვრობსო... როგორ შეიძლება არ დაეთანხმო ამ არაჩვეულებრივ ქალს?!

 

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სიტყვები შვილის დაბადებაზე, რაც ლამაზ, ყვავილებით სავსე ლარნაკს შეადარა: „ლარნაკი თავად ჩვენ ვართ და ისიც მხოლოდ ძალიან ცოტა ხნით. ულამაზესი ყვავილები კი ლარნაკს კი არა, მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნიან... შვილები ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები არიან და ზუსტად იციან, როგორ გაგვაწითლონ", - წერს ფირცხალავა.


 

 

 

 



 

big_banner
არქივი