logo_geo
თამარ ბელქანია: მინუსია, მეგობრებო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი, მინუსი!
- +

11 თებერვალი. 2020. 11:51

 

 

ჟურნალისტი თამარ ბელქანია ზამთრის ყინვიან ამინდებზე საუბრობს და იმ ადამიანებზე მიუთითებს, ვისაც ასეთ დროს სხვებზე მეტად უჭირთ. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. 

 

„მინუსია ქვეყანაში. გიფიქრიათ, რა ხდება სოფლებში? ხომ დააყენა თბილისმა გათბობა ბოლო სიხშირეზე და ქავერად მოკლე მაისურებით სელფები! ჰოდა, იგივე სოფელში, ბუხარში მთელი ღამე ცეცხლს ნიშნავს ეს, ვისაც შეშა აქვს!

ჩვენ (დედაქალაქს), საკუთარი რეგიონებისადმი სოლიდარობის გრძნობაც არ გაგვაჩნია, ან მარტო იმ ადამიანის თვალებში ჩამახედა, თვის ბოლოს „დამსახურებულ“ 3,4,5,6,7,8... 18 ათას(?!) ხელფასს რომ მშვიდად იდებს ჯიბეში!

 

ტეხავს, მეგობრებო, ტეხავს! ეგ არის მინუსი, თორემ ერთ თვეში თუ არა, გაზაფხულზე მაინც დათბება, მაგრამ თქვენთვის ეგ მინუსად დარჩენილი ცხოვრება იქნება. სოფლებში ცივ კედლებში სძინავს და გაღვიძება ეზარება ხალხს. სულ მეფიქრობა ქვეყანაზე, რომელსაც ზღვა აქვს და საზღვაო ფლოტი არა, ვაზი, აბრეშუმი, თაფლი... და მაინც ღარიბია სოფელი, საიდანაც ყველა გაქცევაზე ფიქრობს, განსაკუთერებით ზამთარში, როდესაც დედაქალაქი „ნეტა მოთოვდეზე" მეტად, მას მხოლოდ ტალახით, სიცივით და ცივი მჭადით ახსენდება.

 

ვუყურებ თერმომეტრს და დიაგნოზს ვხედავ - მინუსია, მეგობრებო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი, მინუსი!

 

ხოლო ლეგიტიმურ კითხვაზე, თავად ავიღებდი თუ არა ამგვარ ხელფასს, გპასუხობთ - არა. გადავრიცხავდი მოდინახის სკოლის ინვენტარის შეძენაში.

 

P.S. მანამ ყველას ლოკალური ომები აქვს მოსაგები - ყველა გლობალურ ომს წააგებს!“ - წერს თამარ ბელქანია.

 

 

big_banner
არქივი