logo_geo
ნინო ჩიკვაიძე: „ვითომ-კარენნოი“ „ვითომ-თბილისელები“... დღესაც მახინჯი ფსევდოფასეულობების სადარაჯოზე!
- +

11 თებერვალი. 2020. 12:06

 

 

პედაგოგი ნინო ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემი ბავშვობის „იტალიური“ ეზო: ბნელ, ნესტიან „პადვლებში“ თაობების მანძილზე მოსახლე კრებითი „შოფერი ნოკე და მეეზოვე გულიზარა“, „ნოკე“ - „ნაკოლკებით“ გაფორმებული, ნეკზე მოზრდილი, წამახული ფრჩხილით, ყველაფრის საჩიჩქნად, „გულიზარა“- თავზე მარადიული, გაპოხილი, ჭრელი თავსაფრით, უზარმაზარი ოქროს საყურეებით და ოქროს კბილებით. უამრავი ასეთი „ნოკეები და გულიზარები“, თითქმის ყველა ეზოში... რაც მთავარია, „კარენნოი თბილისელები“, „სეძმოი პაკალენიის“ ქალაქელები, „ძველი პლეხანოველები“, „ქალაქის კალარიტები“ - ქუჩაში გადაფურთხებისა და ცხვირის მოხოცვის ორიგინალურ-მიუღებელი მეთოდებით, გაუგებარ-დაკნინებული მეტყველებით, მოძველბიჭო თანაუბნელებთან საერთო ენის ადვილად მპოვნელები, ხშირად __ „ნაჯდომები“, ყველაფერნანახები...

 

ისევ და ისევ „კარენნოი, სეძმოი პაკალენიის თბილისელები“, ძუნძგლიანი ბირჟის გამმაგრებლები, ეზოში, გინებ-გინებით, დომინოს მორახუნეები „ასობი-ატნაშენიების“ ფარგლებში... ვისაც მამაჩემის და პაპაჩემისნაირი მეზობლები თავს თავაზიანად არიდებდნენ, და ალბათ, იმავე უბანში, ასევე არიდებდნენ თავს მათ მშობლებს პაპაჩემის და ბებიაჩემის დედები...

 

ეს „კარენნოი, სეძმოი პაკალენიის თბილისელები“, რომლებსაც ჩემი ქალაქის ჩამოყალიბებაში არანაირი დადებითი წვლილი არ აქვთ, მხოლოდ დამთრგუნველ-რეგრესული... მაგრამ ყველას, ვინც აღმაშენებლის გამზირს პრინციპულად ცდილობს, აღარ უწოდოს „პლეხანოვი“, აუცილებლად მიაძახებენ - „სოფლიდან ჩამოთრეულოო“... და მათთან ერთად, იმავე აგრესიით იზამენ ამას, მათი მსგავსი, თუმცა გარეგნულად უფრო მისაღები, ეს „ვითომ-კარენნოი“ „ვითომ-სეძმოი“ „ვითომ-პაკალენიის“ „ვითომ-თბილისელები“... დღესაც მახინჯი ფსევდოფასეულობების სადარაჯოზე!

 

სულ აქტუალური მათთვის, ვისთვისაც ეს ქალაქი მხოლოდ მისამართი არაა“, - წერს ნინო ჩიკვაიძე.

 

 

big_banner
არქივი