წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში მომავალი დღეების განმავლობაში ამინდი გაუარესდება.
„ვხედავ, 3 დღეში როგორ გაიყინება მთელი საქართველო, გაიყინება თბილისის ზღვა და საშინლად აცივდება, დროა, გამათბობლებს ბოლომდე აუწიოთ და საჭმელი მოიმარაგოთ.
ცივი ამინდები იქნება დასავლეთ საქართველოში, სადაც დღისით -10 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო ღამით -19-მდე აცივდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სრული გამყინვარება იქნება, დღისით -17 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო ღამით -25-მდე აცივდება. თბილისში გაუსაძლისი ამინდი შეიქმნება, დღისით -18, ხოლო ღამით -28 გრადუსი. მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხანი არ გაგრძელდება, მსოფლიო მთლიანად გაიყინება, მაგრამ საქართველო გადაურჩება ყველანაირ განსაცდელს“, - წერს ლელა კაკულია.