„სრულიად Facebook-ის რუსოფობებთან ბოდიშის მოხდით, მინდა გაუწყოთ, რომ 1934 წლის 9 მარტს დაბადებულა პლანეტის N1 კოსმონავტი და უსიმპატიურესი ღიმილის მქონე მამაკაცი იური გაგარინი, რომელმაც კოსმოსიდან პირველმა დაინახა ჩვენი პლანეტა - დედამიწა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.
„იური გაგარინის კოსმოსში გაფრენა ეს იყო ის ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც სხვადასხვა, თუნდაც დაპირისპირებული სახელმწიფოები და ერები, ერთად ზეიმობდნენ ამ მასშტაბის ისტორიულ დღეს.
იური გაგარინის ტრიუმფი შედგა ცივი ომის პირობებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კაცობრიობამ იგი აღიქვა როგორც გრანდიოზული მოვლენა ცივილიზაციის ისტორიაში და არა როგორც ორ სისტემას შორის დაპირისპირება. იური გაგარინი ჩემი ბავშვობაა და არ შემეძლო, არ აღმენიშნა ამ დიდი კაცის იუბილე.
ეჰ, რუსებს იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ თვალის ჩინივით გაფრთხილებოდნენ ამ ფენომენალურ პიროვნებას, რომელიც კოსმოსში ლეგენდარული გაფრენიდან 7 წელიწადში მარადისობაში „გადაფრინდა", არადა სულ რაღაც 34 წლის იყო", - წერს ფირცხალავა.