logo_geo
მამუკა სალუქვაძე: შენს ნათქვამს ისე გააბანძებენ, კარგად გაკეთებულ საქმეზე ბოდიშებს მოგახდევინებენ...
- +

12 თებერვალი. 2020. 14:16

 

 

„სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნამდვილად არ ვინატრებდი მომავალ ხელისუფლებებში ყოფნას საქართველოში. სულ რომ ცამდე მართალი იყო, პატრიოტი, უპატიოსნესი, პროფესიონალი, კაცთმოყვარე და ხალხზე გადაგებული, ოჯახის წევრს არ დაგიტოვებენ უგინებელს, გაგათახსირებენ და მიწასთან გაგასწორებენ... ამოგიღებენ მიზანში, მოგიგონებენ ტყუილებს, შენს ნათქვამს გააბანძებენ და გადაასხვაფერებენ, შენს კარგად გაკეთებულ საქმეზე ბოდიშებს მოგახდევინებენ, ისე შემოგიტრიალებენ. ხანძარს, მეწყერს, წყალდიდობას, წვიმას, თოვლს და ქარს შენ დაგაბრალებენ და სიკვდილს მოგანატრებენ, მათი აღებული ვალების გასტუმრებაზე პასუხისმგებელიც და ვალდებულიც უეჭველი შენ გახდები... არ გადაიხდი და დედ-მამის გინება არ აგცდება, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლიც შენ კისერზე იქნება და ქალაქში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი და რაღაც მანქანებით მტკვარში აღმოჩენილი 17 წლის „შუმახერას“ გვამიც. მოკლედ, ამგვარია ჩვენი რეალობა და მაინც რომ მიილტვიან ხელისუფლებისკენ და ძალაუფლებისკენ, ეს ფენომენი ვერ ამოვხსენი... ჩემო მეგობრებო, გგონიათ, თქვენზე დაუშვებენ გამონაკლისს ჩვენს „პრადვინუტ“ საზოგადოებაში?“- წერს სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი