logo_geo
„დავასვენოთ ანიტას სპეტაკი სული“
- +

12 თებერვალი. 2020. 16:28

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეო ჩიტიშვილი სოციალური ქსელის „ანიტასთვის“ ჯგუფში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ანიტელებო!

ვიცი, ყველას როგორ გვტიკვა და როგორ განვიცდით, მე პირადად ანიტათი ვიღვიძებდი და ვიძინებდი და ასე მგონია, საკუთარი შვილი დავკარგე, მაგრამ მოდით, ნუღარ გავაკეთებთ ამ ვიდეოებს, ფოტოებს და მსგავსი შინაარსის სტატუსებს, დავასვენოთ ანიტას სპეტაკი სული და მხოლოდ ლოცვებში მოვიხსენიოთ! ამ გვერდს მისი ოჯახის წევრებიც ხომ უყურებენ და კითხულობენ ყველაფერს, მის დედ-მამას ვცეთ პატიცი და ყველა წუთში ნუღარ ვუახლებთ ჭრილობებს. ყველა ჩვენი ასეთი კომენტარი უფრო უხეთქავს გულს მის მშობლებს, დამიჯერეთ. ეს გვერდი სიკეთისთვის შეიქნა და ამიერიდან კეთილი საქმეების კეთებას მოვახმაროთ მხოლოდ ანიტას სახელით და დავწეროთ მხოლოდ დადებითი კომენტარები, ის, რომ ჩვენმა პაწიამ ასე გაგვაერთიანა და დაგვანახა სიყვარული, გაგვაკეთებინა და გაგვაკეთებინებს უამრავ სიკეთეს! მოვრჩეთ მძიმე სტატუსების და კომენტარების წერას და ეს ემოცია მივმართოთ კეთილი საქმისთვის! ჩვენი გოგო ზემოდან გვიღიმის და ჩვენც გავუღიმოთ“, - წერს მომხმარებელი.

 

 

 

big_banner
არქივი