logo_geo
სანდრო ბრეგაძე: რა გასუსულები არიან! ხმას არ იღებენ, თუ რატომ გამოაპანღურეს „ოსკარიდან“ ქართული გეი-ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“!
- +

13 თებერვალი. 2020. 16:05

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა გასუსულები არიან! ხმას არ იღებენ, თუ რატომ გამოაპანღურეს „ოსკარიდან“ ქართული გეი-ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“! არადა, მთელი ზაფხული გვიმტკიცებდნენ, რომ „ოსკარის“ ნომინანტები ვართო! მთელი გეი-მაფია ჩართეს, მაგრამ პასუხი იყო მარტივი - „ფილმს არ გააჩნია არანაირი მხატვრული ღირებულება და ამავე დროს ის კატეგორიულად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, სადაც მოქმედება ხდება!“

 

ახლა დამენახეთ ის ვითომ პატრიოტები - სინამდვილეში ლატენტური გეები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ - „თავი გაანებეთ, ნუ აპროტესტებთ, ამით უფრო რეკლამას უკეთებთო“! უფრო დიდი რეკლამა გავუკეთეთ, არა? სწორედ „ქართულმა მარშმა“ და იმ ხალხმა, რომელიც გეი-პროპაგანდისტულ ფილმს აპროტესტებდა, „მიაბანძა“ და საერთაშორისო გზა დაუხშო ამ გარყვნილებას! ახლა ისხდნენ ჩასვრილები გეი-პრაიდის და გეი-ფილმის მესვეურები - მსოფლიო კინოხელოვნებამ საქვეყნოდ თავი მოსჭრა ამ უნიჭოებს! მადლობა ამერიკის კინოაკადემიას!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი