logo_geo
ოთარ აბესაძე: მესმის ძალიან კარგად გაჭირვება, მაგრამ არ მესმის ეს...
- +

10 მარტი. 2017. 22:09


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გამოვდივარ მერიიდან და პარკინგთან შუა ხნის ქალბატონი მომიახლოვდა და წამლის ფული მთხოვა ძალიან შეწუხებული ხმით და სახით.

 

ცხადია მივეცი ფული, შევთავაზე სახლამდე მიყვანა და თან გამოველაპარაკე და ავუხსენი, რომ მერია დაეხმარებოდა წამლების შეძენასა და ა.შ განცხადების საფუძველზე.

 

სახლში გაყვანაზე უარი მითხრა და თან ილანძღებოდა მერია ყველას დაეხმარა ჩემს გარდაო, 2-ჯერ დავწერე განცხადება და ორივეჯერ უარი მითხრესო.

 

გამოვართვი სახელი გვარი პირადი ნომერი და მომენტალურად გადავამოწმე. არასდროს არ მოუმართავს მერიისთვის.

 

ეს რომ ვუთხარი, გამომლანძღა მე ინფაქტი მაქვსო და ეხლა მჭირდება ფულიო, ამ წამს წამლისო, რა განცხადებაო...

 

უკვე მივხვდი რატომაც არ გაამყვანინა თავი სახლში.

 

მესმის ძალიან კარგად გაჭირვება, მაგრამ არ მესმის ეს...

 

იმ ამბის არ იყოს შუქნიშანზე ყუთი დაქონდა ქალს ბავშვის ფოტოთი სიმსივნე აქვსო ტიროდა და რომ შევთავაზე სოლიდარობის ფონდი აუცილებლად დააფინანსებს თქვენი პატარის სიმსივნის მკურნალობას დაბრაძნით ეხლავე მიგიყვანთ მეთქი კარი მომიჯახუნა მანქანის არ არის ეს შენი საქმეო...", - წერს აბესაძე. 


 

big_banner
არქივი