logo_geo
კიბე იერუსალიმში, რომლისთვისაც ხელის ხლება არცერთ რელიგიურ კონფენსიას არ შეუძლია
- +

14 თებერვალი. 2020. 15:21

 

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი მიქელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„იერუსალიმში უკვე ასი წელია, რაც ეს კიბე დგას. მისი აღება კი არავის შეუძლია.

 

საქმე იმაშია, რომ ეს ხის კიბე „უფლის საფლავის ტაძრის“ მარჯვენა ფანჯარაზეა მიყრდნობილი, რომელიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კუთვნილებაშია, ხოლო კარნიზი, რომელზეც კიბე დგას, ბერძნული ეკლესიის საკუთრებაა. კიბის თავის ადგილზე დაბრუნებისთვის კი საჭიროა, 6 ქრისტიანულ კონფესიას შორის, რომელთა კუთვნილებაშიც ამ ტაძრის სხვადასხვა ნაწილია, შედგეს გარკვეული შეთანხმება. რამის დაძვრა, შეკეთება და საერთოდ რამის ხელის ხლება ამ 6 კონფესიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

 

ამგვარად ეს კიბე გახდა სიმბოლო და უტყვი მოწმე ქრისტიანულ კონფესიებს შორის არსებული უთანხმოებისა.

 

კიბის თავის ადგილზე დადება კი რომელიღაც ხელოსანს დაავიწყდა. არავინ იცის მისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, არც ის იცის ვინმემ, თუ რომელი კონფესიის წარმომადგენელი იყო ეს პიროვნება“, - წერს გიორგი მიქელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი