logo_geo
ჯაბა ხუბუა: ევროპარლამენტარები სწორედ ასე ბორგავდნენ, როცა სააკაშვილმა ადამიანების ცხედრები მაღაზიის სახურავზე შემოალაგა
- +

14 თებერვალი. 2020. 15:33

 

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„გახსოვთ? სწორედ ასე იყვნენ აღშფოთებული ევროპარლამენტარები მაშინაც, როცა სააკაშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი ერთი სატელეფონო ზარის გამო დააპატიმრა და ,,ინტელექტუალური მხრადაჭერის“ მუხლით 7-წლიანი ციხე მიუსაჯა!

 

გახსოვთ? მაშინაც სწორედ ასე ახდენდნენ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების ბომბარდირებას, როცა სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საარჩევნო კამპანიის წარმოების უფლება და საშუალება წაართვა!

 

გახსოვთ? სწორედ ასეთი ულმობელი კრიტიკა ისმოდა ევროპარლამენტარების მხრიდან მაშინაც, როცა სააკაშვილის რეჟიმმა 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაცია დაარბია და დამოუკიდებელი ტელევიზია სპეცდანიშნულების რაზმებით აიღო!

 

გახსოვთ? სწორედ ასე ხმაშეწყობილად დააყარეს ქოქოლა ევროპარლამენტარებმა სააკაშვილის რეჟიმს 2007 წლის 7 ნომებრის შემდეგ, როცა მან მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერი კრემლის აგენტებად გამოაცხადა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით საქმე აღუძრა!

 

გახსოვთ? სწორედ ასე, როგორც დღეს, ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიის კრიზისზე ბორგავდნენ, როცა სააკაშვილმა 26 მაისის მშვიდობიანი აქცია სისხლში ჩაახშო და ცემით მოკლული ადამიანების ცხედრები მაღაზიის სახურავზე შემოალაგა!

 

გახსოვთ? ევროპარლამენტარების მრისხანე პროტესტს სამანი არ ჰქონდა, როცა სააკაშვილის რეჟიმი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ სატელიტურ ანტენებს აპატიმრებდა, ოპოზიციის მომხრეებს ქვების წვიმას უშენდა (კარალეთის დღეები მოიგონეთ) და არჩევნების დღეს ხაშურის საარჩევნო უბანზე ნიღბიანი და შეიარაღებული ზონდერები შეიჭრნენ!

 

გახსოვთ? ო, როგორ იდგა მაშინ ევროპარლამენტი ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე! როგორ ატარებდა პოლიტიკურ ხორცსაკეპში სააკაშვილის რეჟიმს!

 

ხომ გახსოვთ? აბა, კარგად გაიხსენეთ!“- წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი