logo_geo
ზაზა დავითაია: ამის ჩამდენი, კაცია - ადამიანი?
- +

14 თებერვალი. 2020. 16:18

 

 

„ეს რატი მაისურაძეა, „ნაცებმა“ 2007 წლის 5 ნოემბერს აქციიდან რომ გაიტაცეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე სასიკვდილოდ სცემეს, მერე კი, ტრასაზე დააგდეს ცოცხალ-მკვდარი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამის ჩამდენი, კაცია - ადამიანი?

კაცი არ არის, ნაცია!

ყველა ნაცი - განურჩევლად ყველა - სისხლისმსმელი ჯალათები ხართ!

 

რატი მაისურაძე გადაცემა „2030“-თან საუბარში 2011 წლის ეპიზოდს იხსენებს და ჰყვება, გლდანის ციხეში პატიმარს თვალწინ მეუღლე როგორ გაუუპატიურეს: „ჩვენთან კარანტინში ჩამოიყვანეს ერთი პატიმარი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი, მან გვითხრა, რომ აყურებინეს როგორ გააუპატიურეს მისი მეუღლე მისსავე თვალწინ. საშინელ მდგომარეობაში იყო, ჩვენთან რომ მოიყვანეს, უკვე ფსიქიკურად იყო შეშლილი“, - განაცხადა მაისურაძემ.

 

გთავაზობთ რატი მაისურაძის კიდევ ერთ საზარელ მოგონებას - გადადით ბმულზე:

https://www.kvirispalitra.ge/“, - წერს დავითაია.

 

 

 

 

big_banner
არქივი