logo_geo
ხათუნა ხოფერია: ეს ფოტო მაშინ გადავიღეთ, გადავეცი წყალი და განწყობები...
- +

15 თებერვალი. 2020. 17:54

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

„უგულავა რომ გამოუშვეს გემახსოვრებათ... არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, რეზიკომ რომ გააპროტესტა და ტარას შევჩენკოს ძეგლთან შიმშილობა გამოაცხადა. ბევრი ვერ მიხვდა რა უნდოდა და რას ითხოვდა... რამდენიმე მეგობარი მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა... ბევრი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხომ არ გაგიჟდა, წამოიყვანე, ასეა, ალბათ, საჭიროო.. ეს ფოტო მაშინ გადავიღეთ... გადავეცი წყალი და განწყობები...

მოკლედ, ერთი ამათი დედაცო, მე ჩემი ვთქვიო... მითხრა რეზიკომ და ხელი ჩაიქნია... ჰო და, მაშინ ასე აწყობდა ბოკერიას და ახლა ასე აწობს ვიღაცეებს პრინციპით მოქმედების დედა ვატირე! სიმართლე და სამართალი ეგრე ვერ ზეიმობს! გამახსენდა ეს ფაქტი და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ის, რასაც ახლა ვგრძნობ როგორც დედა და როგორც ის ადამიანი, ვისი პატივისცემაც მაშინ ქონდა ჩემ შვილს! მრცხვენია...“ - წერს ხოფერია.

 

 

 

big_banner
არქივი