logo_geo
ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონით აღფრთოვანდა
- +

15 თებერვალი. 2020. 19:50

 

 

ბრიტანულმა გამოცემა „The Sun Dream Team“-მა  სოციალურ ქსელში ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა.

 

„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ - წერს ბრიტანული გამოცემა.

 

ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

big_banner
არქივი