logo_geo
ნათია პაპიძე: ყოველ მისვლაზე ანიტასთან, ხან ანგელოზებს გვახვედრებთ, ხან - ჩიტუნებს, ხან - სანთლებს...
- +

15 თებერვალი. 2020. 22:53

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია პაპიძე ჯგუფში  -  „ანიტასთვის“ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა მოდის თქვენგან. ზოგი, დარდობთ კიდეც, არ შევაწუხოთ მშობლები და ოჯახიო.

ადრეც ვთქვი, თქვენს სიყვარულს და თანადგომას არ შევუწუხებივართ პირველივე დღეებიდან. არც ახლა შეგვაწუხებს.

პირიქით, უდიდეს მადლობას გიხდით სათითაოდ ამხელა და ერთიანი გულისთვის, რომელითაც გვაძლიერებთ და გვათბობთ.

ჩვენ, უბრალოდ, გლოვა არ მოვუხდინეთ ჩვენს გოგოს და გაძლიერება გთხოვეთ თქვენც, თორემ, სიყვარული?!.  ანიტამ დაგვიტოვა და შევინახავთ აუცილებლად.

ყოველ მისვლაზე ანიტასთან, ხან ანგელოზებს გვახვედრებთ, ხან - ჩიტუნებს, ხან - სანთლებს, ხან - ქოთნის ყვავილებს და სხვა საჩუქრებს.

ბევრს ნიშნავს თქვენი სიყვარული და ჩვენი თქვენგან არმიტოვება.

ამ ჯგუფში ისევ ისე, მხოლოდ სიყვარული და სიკეთე იქნება...

...იქნება #ანიტასთვის,“ - წერს ნათია პაპიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი