logo_geo
გიორგი უძილაური: „ნაცები“ და „რუსთავი 2“ დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობენ!
- +

11 მარტი. 2017. 23:10



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ბათუმში პოლიციის და მძღოლიების შელაპარაკებაზე გაღიზიანებულთა ოპერატიული მობილიზაცია მეც უცნაურად მომეჩვენებოდა, რომ არა ერთი დეტალი: აჭარის „ნაციონალური მოძრაობა" ბოლო 2 კვირაა, ფაქტობრივად, ყოველდღე ცდილობს აჭარაში დაძაბულობის კერების შექმნას და დაპირისპირების პროვოცირებას. ეს აქტიურობა განსაკუთრებით აგრესიული გახდა ბოლო კვირას და ამავე პერიოდს დაემთხვა „რუსთავი 2"-ის გააქტიურებაც აჭარაში (როგორც ვიცი, იქ თბილისიდანაც იყო გაგზავნილი დამატებითი ჯგუფი).

 

„რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მაუწყებლობაზე დაკვირვება საკმარისია საიმისოდ, რომ აშკარად იგრძნო - „ნაცები" და „რუსთავი 2" ცდილობენ დაძაბულობის პროვოცირებას და ამის განხორციელებას აჭარიდან იწყებენ", - წერს გიორგი უძილაური.


 

big_banner
არქივი