logo_geo
ბონდო მძინარიშვილი: როცა შეხვდებით, მესამე-მეოთხეზე გაითვალეთ, მეტს მაინც ვერაფერს მოახერხებთ!
- +

18 თებერვალი. 2020. 01:22

 

 

„როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც!“   – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი წერს.

 

“ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.

– მე ალექსანდრე ვარ! – უთხრა მეფემ.

– მე კი დიოგენე! – უპასუხა ფილოსოფოსმა.

– მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, – მიმართა ალექსანდრემ.

– თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, – უპასუხა დიოგენემ.

ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

– მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი…

 

როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც! 

 

როცა შეხვდებით, მესამე-მეოთხეზე გაითვალეთ, მეტს მაინც ვერაფერს მოახერხებთ! 

 

პრეზიდენტყოფილი რა “დემოკრატიის გაძლიერების ხედვაზე” უნდა ელაპარაკო იმ პრეზიდენტყოფილს, რომელმაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, რომლის მთავარსარდალიც იყო?!

გესმით მაინც, რას ბოდიალობთ?!”, – წერს ბონდო მძინარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი