logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: კიდევ ერთი ვითომ ჟურნალისტური გამოძიების შხამიანი სიუჟეტი დაანთხიეს ტელეეთერში
- +

18 თებერვალი. 2020. 01:51

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ამ საღამოს კიდევ ერთი შხამიანი ვითომ ჟურნალისტური გამოძიების შესაბამისი შხამიანი სიუჟეტი დაანთხიეს ტელეეთერში - კომპანია "სერპანტინი"-ს საქმიანობის შესახებ.

 

მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვისი ნათესავია და არცაა ეს ჩემი საქმე, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას ცნობს, პირადად თუ არა , ნათესავის და მეგობრის "გავლით" მაინც.

 

მე სხვა რამ მინდა გავიხსენო და ცოტა შორიდან მოვლით ავღნიშნო:

 

- პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემი ასაკის და კიდევ უფროს თელაველ ადამიანებს, რომლებსაც მეტნაკლებად სახელმწიფო, საბჭოთა თუ პარტიულ თანამდებობასა და სამსახურში უმუშავია გასული საუკუნის 80-იან წლებში:

 

- ხომ გახსოვთ თელავში ბაზირებული ერთ-ერთი დიდი საგზაო - სამშენებლო ორგანიზაცია სახელად "ხიდმშენი", რომლის ე.წ. კანტორა და საქმიანი ეზოც თელავში , რაისაავადმყოფოსკენ მიმავალ ქუჩაზე, საგზაო სამამრთველოს "კანტორის"მეზობლად მდებარეობდა???

 

ხოდა, ვისაც ეს ორგანიზაცია გახსოვთ, ისიც ხომ გემახსოვრებათ, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც ემსახურებოდა არა მხოლოდ თელავის რაიონს, არამედ მთლიანად კახეთს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და არა მხოლოდ ხიდების და გზების მშენებლობებზე, არამედ სრულიად ურთულესი სამშენებლო ობიექტების რეალიზაციაზე, იმ დროისათვის გააჩნდა საქართველოში ყველაზე უახლესი , უმძლავრესი სამშენებლო - საგზაო ტექნიკა , არამხოლოდ საბჭოთა წარმოების, სხვათა შორის!!!

 

ვისაც ეს ყველაფერი გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა შესანიშნავი ქართველი , უწესიერესი და უგანათლებულესი ადამიანი ბატონი გივი ზედელაშვილი!!!

 

ხოდა, ახლა ისიც გაიხსენეთ, რამდენი კეთილი საქმე გაუკეთებია ბატონ გივი ზედელაშვილის ხელმძღვანელობით ორგანიზაციას სახელად "ხიდმშენი", არამხოლოდ ქ. თელავის და თელავის რაიონისთვის , არამედ მთლიანად კახეთისა და საქართველოსთის, თვითოეული ოჯახისა და სოფლისათვის.

 

საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილების შემდეგ ბატონმა გივი ზედელაშვილმა მისი ორგანიზაციის "სტაფთან" ერთად მაქსიმალურად, ფაქტიურად უდანაკარგოდ შეინარჩუნა არსებული ტექნიკა, ტექნოლოგიური სქემები, სამშენებლო ინსტრუმენტები, კვალიფიციური მუშა -ხელი და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიმბაძველობით თურქეთის გზაზე არ გაუყენებია ეს განძი ჯართის ფასად.

 

დადგა ამის დრო და ბატონმა გივი ზედელაშვილმა მის "სტაფთან" ერთად მოახდინა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ორგანიზაციის პრივატიზება და შეინარჩუნა მისი ფუნქციონირების პროფილი, ტექნიკა, ტექნოლოგია, მუშა და საინჟინრო პერსონალი და გარდაიქმნა შპს "სერპანტინად";

 

მიუხედავად საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებისა , სახელმწიფოს ისევ სჭირდებოდა და ეხლაც სჭირდება ინფრასტრუქტურის მშეებლობა, არსებულის მოვლა-პატრონობა, შენახვა, ექსპლოატაცია.

 

ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობის ფონზე გივი ზედელაშვილის ხელმძღვანელობით აწ უკვე კომპანია "სერპანტინმა" გააგრძელა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების დაკვეთით მისთვის ჩვეული სამუშაოების შესრულება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის ნაწილიც ბუნებრივია წავიდოდა კომპანიის განვითარებასა და იქ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში.

 

კომპანიის განვითარების ამ პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო მოულოდნელად გარდაიცვალა გენიალური კაცი,ბატონი გივი ზედელაშვილი და მის შვილივით ნაზარდი კომპანიის მის მფლობელობაში არსებული წილი გადავიდა მისი ოჯახის წევრების-მეუღლისა და შვილების მფლობელობაში.

 

მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, კომპანიამ ბატონი გივის მეუღლის და ოჯახსი სხვა წევრთა შრომითა და მონდომებით მიაღწია იმას, რომ "სერპანტინი" გახდა საქართველოში არსებითად, ფაქტიურად უკონკურენტო კომპანია საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და კვალიფიციური მუშახელის გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით.

 

ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოიგო არაერთი უმნიშვნელოვანესი კონკურსი და ტენდერი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა თუ ექსპლოატაციის მიმართულებით და ბუნებრივია, მიიღო არაერთი ათეული მილიონი ლარის თუ დოლარის დაფინანსება შემკვთებისაგან შესაბამისი შრომისა და შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად. მსგავსი სამუშაოთა მოცულობის და უფრო მეტის მქონენიც საბედნიეროდ არაერთია საქართველოში აღნიშნული ბიზნესის მიმართულებით.

 

მე ამჯერად ციფრებსა და კონკრეტულ ფინანსურ მაჩვენებლებს გვერდს ავუვლი, რამეთუ მათი განხილვა არ არის ამ სტატუსის დაწერის მიზანი და საბაბი - თუ საჭირო იქნება, ამასაც გავაკეთებთ.

 

ამჯერად ერთი მცირე დასკვნა მინდა გავაკეთო და ვისაც ყურნი აქვს ისმინოს, და ვისაც თვალნი აქვს, დაინახოს:

 

- კომპანია "სერპანტინმა" იმიტომ კი არ მიიღო ათეულმილიონიანი შეკვეთები სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებისგან, რომ მისი მფლობელები და მენეჯერები რომელიმე მთავრობის წევრის ნათესავების მოგვარენი ან თუნდაც შორეული ნათესავები არიან, არამედ ზუსტად იმ დაგროვილი გამოცდილებისა და ისტორიის გამო, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლედ დავწერე აქ.

 

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კომპანია" სერპანტინს" იმ პერიოდში( 2000-2012 წ.წ. ), როდესაც ქვეყანასაც და მთლიან ბიზნესსაც აკონტროლებდა ის ხროვა, რომლის მფლობელობაში არსებულ პარტიულ ტელევიზიაში(ე.წ. "მთავარი") გავიდა ზემოთაღნიშნული სიუჟეტი , უფრო მეტი დაკვეთა აქვს შესრულებული სამუშაოთა მოცულობითაც და ფინანსური მაჩვენებლებითაც , ვიდრე იმ წლებში ერთად აღებული( 2013-2019წ.წ.) , რომელთაგან მხოლოდ ორი თუ სამი წელი გახლდათ მთავრობის წევრი კომპანიის მფლობელებთან და მენეჯმენტთან აბსოლუტურად ხელოვნური კავშირებით აფილირებული პირი.

 

შევეცადე ჩემს ხელთ არსებული და მეხსიერებაში შემორჩენილი ინფორმაციის საფუძველზე ამეხსნა საზოგადოებისთვის ამ კომპანიის ირგვლივ არსებული სიტუაცია. თუ მთლად გასაგებად ვერ აღვწერე ის, დავაკვირდები სიტუაციას და შევეცდები მომავალში უფრო სრულად გავიხსენო გასახსენებელი.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ არაანგაჟირებული და ობიექტურობაშემორჩენილი ადამიანები ზუსტად მიიღებენ ამ ინფორმაციას ცნობად,“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

big_banner
არქივი